დაბრუნება და გადაცვლა: 
  • ვებგვერდის მეშვეობით გაყიდული საქონლის უკან დაბრუნება ხორციელდება „მომხმარებლის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. 2022 წლის 01 ივნისიდან, მომხმარებელს უფლება აქვს, ონლაინ შეძენილი ნივთი, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, დააბრუნოს 14 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული წესის გამოყენებით საქონლის დაბრუნება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ნივთს აქვს პირველადი გარეგნული სახე, ახლავს ყველა მაკომპლექტებელი აქსესუარი და ყუთი. ამასთან, არ მომხდარა მოწყობილობის გააქტიურება.
  • პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის დროს პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ინვოისი  და სხვ.). ასევე უნდა ახლდეს ყველა ეტიკეტი.
  • თუ პროდუქტს და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, უფლებას ვიტოვებთ ეჭვქვეშ დავაყენოთ მისი ნამდვილობა და შესაბამისად, პროდუქტის დაბრუნების პროცედურა შევაჩეროთ მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. მოკვლევისა და დიაგნოსტირების შედეგების საფუძველზე ჩვენ უფლებამოსილი ვართ განვაგრძოთ ან შევწყვიტოთ პროდუქტ(ებ)ის დაბრუნების/შეცვლის პროცედურა.

  • ინტერნეტ მაღაზია არ იბრუნებს და არ ცვლის პროდუქტს იმ შემთხვევაში, თუ ნივთი აღარ მოგწონთ, საჭიროდ აღარ მიიჩნევთ მის ფლობას, არ ამართლებს თქვენს მოლოდინს და სხვა მსგავსი მიზეზების გამო.

  • დაბრუნების შემთხვევაში თანხა აისახება თქვენს აგარიშზე 15 კალენდალური დღის განმავლობაში

შენი კალათა

×